შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაკავებულია პირი, რომელმაც ისანში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე კაცი დაჭრა.
როგორც "ფორმულას" უწყებაში განუცხადეს, ბრალდებული 1981 წელსაა დაბადებული. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
